საფრანგეთში 18 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1728417239
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტ პროფესორ ჰარმ პიტერსს, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) პრეზიდენტ პროფესორ სუბჰა რამანსა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტ პროფესორ რიკარდო ლეინ-ბორკეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე წულაძემ მიიღო.
მინისტრმა სტუმრებს სამედიცინო განათლების განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის პარალელურად, სამედიცინო განათლების ხარისხის განვითარების გაუმჯობესება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, ამ მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წელს მოიპოვა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარება, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები, სამედიცინო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლები და პროცედურები შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ერთობლივ მოთხოვნებთან.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში, WFME-ის მოთხოვნების შესაბამისად, შემუშავდა და არსებითად განახლდა მედიცინის დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც დეტალურად აღწერს სწავლის შედეგებსა და კომპეტენციებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების ყველა კურსდამთავრებული. მნიშვნელოვანია, რომ დარგობრივი მახასიათებელი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებს უწესებს მოთხოვნას, რომ ჰქონდეთ თავიანთი აფილირებული კლინიკები, სადაც შესაბამისი სტანდარტით განხორციელდება სტუდენტებისთვის კლინიკური სწავლება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის მოპოვებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის მნიშვნელობას. ამასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს განათლების სისტემისთვის.
თავის მხრივ, სამედიცინო განათლების მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სამედიცინო განათლების განვითარების მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და პროექტები. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა საქართველოსთან არსებული თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოთქვეს.