ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს - ირანის პრეზიდენტი
1772644684
თქვეს, რომ ხელისუფლებას ძირს გამოუთხრიან და ეს ხელისუფლება იმ ორმოში ჩამოიშლება, რომელსაც ჩერგოლეიშვილი ამოთხრის, ამ მთხრელ-თხუნელების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლების ჩამოშლა გარკვეულ ლოზუნგად გადაიქცა, რომლითაც უნდათ, რომ ადამიანები ქუჩაში გამოიყვანონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამის უკან რაიმე პროექტი, იდეა არ დგას, რას აპირებენ თუ ხელისუფლებაში მოვლენ.
„ის ტყუილები, თითქოს და აქ რუსული პოლიტიკა ბობოქრობს და ბოგინებს, ეს აღარ არის საკმარისი. რა უნდათ, რას ფიქრობენ, რა აზრი აქვთ? იქნებ, ის რესურსი გამოეყენებინათ, რომელიც პარლამენტში გააჩნდათ? რადგან არ გამოიყენეს და რევოლუციურ გზას დაადგნენ, ვფიქრობ, რომ დამნაშავეები არიან ქვეყნის წინაშე. იდეა არ აქვთ, რომელიც ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად იქნება ორიენტირებული. ეს არის სერიოზული პრობლემა, თორემ, ვინ გაერთიანდება სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ამას ამჯერად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი სახელი „ნაცმოძრაობაა“, თუნდაც, მათ ,,ფედერალისტები“ შეუერთდნენ – ყველა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელია”, – განაცხადა ვოსლკიმ