გია ვოლსკი: ლევან დავითაშვილის დაკითხვის დეტალები არ ვიცი, ამის თაობაზე სათანადო განცხადება გაკეთდება

ვოლსკი

ლევან დავითაშვილის დაკითხვის დეტალები არ ვიცი, ამის თაობაზე სათანადო განცხადება გაკეთდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს.

„ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული ან რომელიმე ადმინისტრაციის რომელიმე დეპარტამენტის, სტრუქტურის ხელმძღვანელი ან მუშაკი. ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი ან რაიმე ბრალდების წინაპირობა არსებობს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სუს-ში დაუდასტურეს.