შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობისთვის, ზურაბ ჟვანიას შვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა
1771315826
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არათუ „რუსული კანონია“, რამედ ის კანონია, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციისგან იცავს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მაიკ ბენცის კომენტარმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ განცხადებებს აკეთებდა.
„ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მისთვის ის პოლიტიკა მიუღებელია, რომელსაც USAID-ი და NED-ი კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით ატარებდნენ. საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მონაცემები გამოქვეყნდა, თუ რამდენი ათეული მილიონი დაიხარჯა, რათა საქართველოში პრობლემები შექმნილიყო. ეს ადამიანი რიგითი ექსპერტი არ არის, თემას იცნობს.
აღმოჩნდა, რომ ეს კანონი მისაღებია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში მოინათლა, როგორც „რუსული კანონი“. რეალობამ აჩვენა, რომ არათუ „რუსული კანონია“, არამედ ის კანონია, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციისგან იცავს. ამას უკვე ღიად ამბობენ და არავინ მალავს. მაიკ ბენცის განცხადება მიუთითებს, რომ ჩვენი განცხადებები იყო სწორი, სამართლებრივად გამართული და აჩვენებედა იმ სამწუხარო ვითარებას, რაც საქართველოში მიმდინარეობდა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი მაიკ ბენცი აცხადებს, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა.