გია ვოლსკი: დღესაც არის ადამიანთა ჯგუფი, ვისთვისაც დამოუკიდებლობა სხვანაირად ითარგმნება, დამოკიდებული უნდა იყო რომელიღაც ძალაზე, რომელსაც რესურსი გააჩნია, პროცესებზე გავლენა იქონიოს

გია ვოლსკი

მაშინაც და დღესაც დამოუკიდებლობის განცდა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით,  დღესაც, ადამიანთა ჯგუფია, ვისთვისაც დამოუკიდებლობა სხვანაირად ითარგმნება.

„სამწუხაროდ, დღესაც, ადამიანთა ჯგუფია, ვისთვისაც დამოუკიდებლობა სხვანაირად ითარგმნება – დამოკიდებული უნდა იყო რომელიღაც ძალაზე, რომელსაც რესურსი გააჩნია, პროცესებზე გავლენა იქონიოს. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს გავლენა საქართველოს წინააღმდეგ იქნება მიმართული თუ სასარგებლოდ. მათი მიზანია, ოღონდ იმ ძალების ქვეშ იყოს, რომელთაც გარკვეული ძალა გააჩნიათ და პროცესების მართვა შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ჯგუფია, არ ესმით, რა არის საერთო განცდა, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობასა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე მიდის საუბარი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.