1767015180
გია ვოლსკი: ბაჩო ახალაიას რა პასუხი აქვს იმ რეალურ ფაქტებზე, რომელიც კომუნიკაციის უშველებელ რაოდენობაზე არსებობს? სასამართლოს დაველოდოთ, რომელიც საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს
ბაჩო ახალაიას რა პასუხი აქვს იმ რეალურ ფაქტებზე, რომელიც კომუნიკაციის უშველებელ რაოდენობაზე არსებობს? პარალელური პროცესი მიმდინარეობდა მის კომუნიკაციასა და რევოლუციურ მოძრაობას შორის? სცენარი თვალსაჩინოა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის ქუჩებში რა ხდებოდა და ვისთან იყო კომუნიკაცია, ყველამ ნახა.
„კომუნიკაციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოჰყვებოდა. ეს იმდენად რეალური და თვალსაჩინოა, რომ ეჭვი არ გვეპარება, რასაც ბრალდება ამბობს, თუმცა სასამართლოს დაველოდოთ, რომელიც საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს“, – განაცხადა ვოლსკიმ.











