პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„საქართველოში ჩამოსული იყო ამერიკელი პიტერ აკერმანი, რომელიც დაოსტატებულია სახელმწიფო გადატრიალებების ორგანიზებაში. ბაკურიანში შედგა შეხვედრა და ამ პიროვნებამ ტრენინგები ჩაატარა, როგორც ქართულ ოპოზიციასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ
"ეს არის შეთქმულება სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. განიხილებოდა, როგორ შეიძლება, გადააგდო ხელისუფლება. ამიტომ, ტყუილად ნუ ექნებათ იმედი, რომ ამ ქვეყანაში გადატრიალების მსგავსს მოაწყობენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ თავად თქვა, რომ განიხილავდნენ, როგორ შეიძლებოდა არაძალადობრივი გზით ხელისუფლების მოცილება. ხელისუფლების ერთადერთი ჩამოშორების მექანიზმი არის არჩევნები, რომელიც ჩატარდება 2024 წელს და ამას განიხილავენ იმ კაცთან ერთად, რომელიც გადატრიალებებში არის განთქმული? რასაც იქ ლაპარაკობდნენ და აკეთებდნენ ჩემთვის არის მტკიცებულება.
გვინდა ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ქვეყანას არ აგარევინებთ! ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის გზიდან გადახვევას. ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა ცხადია ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ასევე, ხელისუფლების მოვალეობაა ადეკვატური სამართლებრივი პასუხი გასცეს ყველას, ვინც ყველანაირი დაწერილი თუ დაუწერელი კანონის დარღვევით ცდილობს ქვეყნის არევას. მოვუწოდებთ საზოგადოებას სიფხიზლისა და გაერთიანებისთვის ქვეყნის არევის წინააღმდეგ, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რათა ქვეყნის შიდა თუ გარე დესტრუქციულ ძალებს არ მივცეთ საქართველოს ომის პოლიგონად გადაქცევისა და რევოლუციური სცენარებით ქვეყნის არევის საშუალება“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.