1727944755
გია გაბრიჭიძე - პოლიტიკური განცხადებების ჩახშობის ფუნქციას ძაღლები რადიაციული გამოსხივების შემდეგ იძენენ?
„მინდა ვთხოვო ხელისუფლებას რაც შეიძლება მცირე დოზით იყოს საჯარო სასამართლო პროცესი. სირცხვილია. უამრავი ხალხი როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხოელი ნებსით, თუ უნებურად უყურებს და სირცხვილია - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე სააკაშვილის პროცესს.
მისი თქმით, სირცხვილია, რომ ეს კაცი პრეზიდენტი იყო, მომხრეები ჰყავს და მეორე პოლიტიკურ ძალად ითვლებიან.
„სააკაშვილი - გორის ჰოსპიტალთან რამდენიმე უპატრონო ძაღლი იყო. რამდენი ჩემგან დეპუტატი, ადვოკატი, ვიღაც გავიდოდა და განცხადებას აკეთებდა, ერთი ძაღლი იყო, ძალიან საყვარელი ცუგა, რომელიც ყოველთვის შედიოდა კადრში და როგორც კი ისინი განცხადებას იწყებდნენ, ის ყეფას იწყებდა. ეს იყო მისი ცხოვრებისეული ფუნქცია, რომ განცხადების გაკეთების საშუალება არ მიეცა. როცა ახალი წელი მომილოცეს და მე გადავძახე, იქაც იდგა და მახშობდა მე. ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს თავის ცხოვრებაში.
პოლიტიკური განცხადებების ჩახშობის ფუნქციას ძაღლები რადიაციული გამოსხივების შემდეგ იძენენ?
ნუ რა უნდა ვთქვა?
ნამდვილად არ მომისმენია მისი სასამართლო პროცესისთვის. დიდი ქართველი პოეტის დაკრძალვაზე ვიყავი და რასაც ახლა ინტერნეტში ვხედავ უბედურებაა.ჩვენს თავზე მოხვეული უბედურება.მინდა ვთხოვო ხელისუფლებას რაც შეიძლება მცირე დოზით იყოს საჯარო სასამართლო პროცესი.სირცხვილია. უამრავი ხალხი როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხოელი ნებსით, თუ უნებურად უყურებს და სირცხვილია. სირცხვილია რომ ეს კაცი პრეზიდენტი იყო, რომ მომხრეები ჰყავს და მეორე პოლიტიკურ ძალად ითვლებიან. სირცხვილია“ - წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.