მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1768919631
პრეზიდენტ ყაველაშვილის მორიგი ჰუმანური აქტით, შეწყალებულია 159 პატიმარი - წინამორბედებისგან განსხვავებით, არა საეჭვო კონიუნქტურით, არამედ ჰუმანიზმის პრინციპითა და სახელმწიფო ინტერესებით, ამიტომაც გამწარდნენ ნაცმანქურთები, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
ანალიტიკოსის თქმით, ექსტრემიზმის მხარდამჭერთა ხმაურიანი, ტოქსიკური პროპაგანდა ყოველთვის წაგებულია სიმართლესთან, სამართლიანობასთან და ობიექტურობასთან.
„პრეზიდენტ ყაველაშვილის მორიგი ჰუმანური აქტით, შეწყალებულია 159 პატიმარი - წინამორბედებისგან განსხვავებით, არა საეჭვო კონიუნქტურით, არამედ ჰუმანიზმის პრინციპითა და სახელმწიფო ინტერესებით, ამიტომაც გამწარდნენ ნაცმანქურთები.
ექსტრემიზმის მხარდამჭერთა ხმაურიანი, ტოქსიკური პროპაგანდა ყოველთვის წაგებულია სიმართლესთან, სამართლიანობასთან და ობიექტურობასთან. თუკი ნაცმარგინალები ხან აღიარებენ და ხან არ აღიარებენ მეექვსე პრეზიდენტის ლეგიტიმურობას, ეს რეალობაში არაფერს ნიშნავს. იყო უსამშობლო, ძალიან სამარცხვინო და მოუშორებელი დამღაა ნაცკეთროვნებისთვის.
ამ ადამიანურ და უაღრესად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაზე საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს უწინ საჯაროდ უთქვამს: შეწყალება ჰუმანური აქტია და პირველივე დღიდან ძალიან მკაცრი მოთხოვნები დავაყენე, რადგან თავად უნდა გრძნობდე ადამიანი, როცა შენს გადაწყვეტილებაზეა ეს დამოკიდებული, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ხინჯი არ იყოს...ყველა უწყების პასუხისმგებლობა მჭირდება... ძალიან მკაცრად მაქვს ეს საკითხი დაყენებული...“, - წერს გია აბაშიძე.