სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
ჯაბანი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მორიგ ტრაგიკომიკურ ილუზიებშია. თურმე ჩვენი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისთვის ჩამბარებელს, ახლა ზელენსკისთან ერთად მდინარე ფსოუზე მოუნდა საქართველო-უკრაინის საზღვრის გავლება - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
აბაშიძე „კრიმინალ ექსპრეზიდენტს“ ურჩევს, ანეკდოტური წერილების წერას, ჯობია კლინიკის ლუქს პალატაში დაკავდეს "სამიტებისა" და "მთავრობის სხდომების" გამართვით. „ჯაბანი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მორიგ ტრაგიკომიკურ ილუზიებშია. თურმე ჩვენი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისთვის ჩამბარებელს, ახლა ზელენსკისთან ერთად მდინარე ფსოუზე მოუნდა საქართველო-უკრაინის საზღვრის გავლება. ახლა აღარ "კვდება" და აღარ "ხმება" ეს ბოროტი ქოსატყუილა? კრიმინალო ექს-პრეზიდენტო, ანეკდოტური წერილების წერას, ჯობია კლინიკის ლუქს პალატაში დაკავდე "სამიტებისა" და "მთავრობის სხდომების" გამართვით. აგყვებიან მნახველი ნაცსექტანტები“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.