უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც
1786515071
ჩვენთვის ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია ომი - ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
„ჩვენთვის ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია ომი. ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში და ის ტრაგედია, რომელიც ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ადამიანები იღუპებიან და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. კიდევ ერთხელ იმედი გვაქვს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.