1769284719
გელა სამხარაულმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა მონაწილეობდნენ.
როგორც გელა სამხარაულმა განაცხადა, წლებია, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები კი დარგის კიდევ უფრო მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს.
„მნიშვნელოვანია, რომ მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით მუდმივად დავნერგოთ ახალი მიდგომები და ამ სფეროში წამყვანი ევროპული ქვეყნების პრაქტიკა მაქსიმალურად გავიზიაროთ. აღნიშნული ცვლილებები ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას უზრუნველყოფს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ.











