1769284719
ყინვასა და ქარიშხალს 11 ადამიანი ემსხვერპლა ამერიკის შეერთებულ შტატებში
ყინვასა და ქარიშხალს ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 ადამიანი ემსხვერპლა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მილიონამდე აბონენტი,
14 000-ზე მეტი გადადებული ავიარეისი, დახურული სკოლები, - შეერთებულ შტატებში უამინდობაა.
ქვეყნის 20-ზე მეტ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ყველაზე მეტად კენტუკი, ჯორჯია, ვირჯინია და ალაბამა დაზარალდა. დიდთოვლობა და ყინვაა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკშიც. სკოლების დიდი ნაწილი დროებით დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდება.
მეტეოროლოგების პროგნოზით, დღეიდან თოვა უნდა შეწყდეს, თუმცა ძლიერი ყინვა და ქარი შენარჩუნდება.










