„გეფიქრათ მაინც ორშაბათამდე“ - პარლამენტის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით გრიგოლ გეგელიას განცხადებას გამოეხმაურა

 შალვა პაპუაშვილი

გეფიქრათ მაინც ორშაბათამდე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე გრიგოლ გეგელიას განცხადებას. კერძოდ, გეგელია ალეკო ელისაშვილს თანამებრძოლად მოიხსენიებს და ამბობს, რომ არსაიდან არ იქნება გარიცხული.

მანამდე შალვა პაპუაშვილი ქეთი თურაზაშვილის და ლევან სამუშიას განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ორშაბათამდე კიდევ არის დრო ALDE-სთვის და „ლელოსთვის“, რომ უკვე ფორმალურადაც არ გახდნენ ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია“.