ზოდიაქოს ორი ნიშანი უახლოეს დღეებში ყველაზე სანუკვარ ოცნებებს აიხდენს
1730490658
გავანაწყენეთ ევროპელი ზოგიერთი პოლიტიკოსი იმით, რომ არ დავაწესეთ სანქციები. დღესაც ხომ ვხედავთ, რომ წამოსაძახებელი აქვთ, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„გუშინ ბატონმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ სანქციებს არ ვუწესებთ[რუსეთს] და ნაწყენია ამაზე. გავანაწყენეთ ბევრი პოლიტიკოსი, მაგრამ რა ვქნათ. ჩვენთვის 10%-იანი ზრდა არის მნიშვნელოვანი და სჯობს განაწყენდნენ სხვები, ვიდრე განაწყენდეს ქართველი ხალხი.
ჩვენ, როდესაც არჩევანი გვაქვს სხვებსა და ქართველ ხალხს შორის, ვირჩევთ ყოველთვის ქართველ ხალხს, ხოლო, ოპოზიცია, როდესაც არჩევანი აქვს სხვებსა და ქართველ ხალხს შორის, ხაზს ვუსვამ, ყოველთვის, ირჩევს უცხოს იმისთვის, რომ მისი შექებაა მისთვის მნიშვნელოვანი და არა ქართველი ხალხის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.