ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერეს

ინგოროყვას კლინიკა

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვნიდან ერთი, 11 წლის ბიჭი კლინიკიდან უკვე გაეწერა. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში მკურნალობას განაგრძობს ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

31 წლის მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, კვლავ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

✕