ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ ნინო ჭელიძესა და მის 7 წლის შვილს დღეს დაკრძალავენ

კო

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ ნინო ჭელიძესა და მის 7 წლის შვილს დღეს დაკრძალავენ.

უბედური შემთხვევის კიდევ ერთ მსხვერპლ, ჯაბა საყევარაშვილს კი - ხუთშაბათს.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

✕