ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
„ჩვენც დავუშვით შეცდომა, რაც დანაშაულზე მეტია “,- ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს ერთმანეთთან არ უთანამშრომლიათ, რათა გაეგოთ, რას, რისგან და რატომ იცავენ.
„ამ ტოქსიკური მოცემულობის შეცვლა შეგვიძლია მხოლოდ მათ, ვისაც დემოკრატიული ღირებულებების, რესპუბლიკის მყარად გვჯერა და საქართველოს მოქალაქეების ინტელექტსა და გამოცდილებას პატივს ვცემთ.
ჩვენც დავუშვით შეცდომა, რაც დანაშაულზე მეტია - გაუმართლებლად ბევრი დრო დავკარგეთ ზომბი პარტიების ძალაუფლებისთვის ბრძოლის მძევლობაში, ნაცვლად იმისა, რომ პრინციპებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და ჯანსაღი პოლიტიკური სივრცე შეგვექმნა, დემოკრატიის მისიონერებად ვქცეულიყავით, ჩვენი თანამოაზრეები გვეძებნა და ჩვენი მხარდაჭერა გაგვეფართოვებინა.
სწორედ ამიტომ, როდესაც, წყალს ვნაყავთ და ნაციონალურ მოძრაობასთან რეჟიმის დამარცხების სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე ვკამათობთ, ისინი გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ ცოტა ვართ, ისინი ბევრი და ამაში თითქოს არ ცდებიან, მაგრამ სრული სიმართლე ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით რამდენი ვართ. არ ვიცით, იმიტომ, რომ ვიზარმაცეთ, საკუთარ თავსა და ქართველ ხალხში რწმენა არ გვეყო, ერთმანეთთან არ გვითანამშრომლია, არ გაგვიცვლია აზრები, რას ვიცავთ, რისგან ვიცავთ და რატომ ვიცავთ - ჩვენი ბრენდი არ შეგვიქმნია“, - წერს ჩერგოლეიშვილი.