პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს",- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.
"შალვა ნათელაშვილს 2008 წლიდან დღემდე ბიუჯეტიდან 5 მილიონ 113 ათასი ლარი აქვს წაღებული ისე, რომ პარლამენტში ერთხელ არ მოსულა. ის იყო პარლამენტის წევრი, პარლამენტის შენობაში ფეხი არ დაუდგამს, თითი თითზე არ დაუდია, თუმცა ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი აქვს გატანილი. ეს სამარცხვინო საქციელია! თუ ის ამ თანხას დააბრუნებს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რამდენად ლეგიტიმურია ნათელაშვილის პარლამენტში შემოსვლა. არ ვფიქრობ, რომ მანდატი გაძლევს უფლებას, ასე ხარჯო ხალხის ფული და ბიუჯეტის ფული პარტიულად თუ პერსონალურად სახლში წაიღო“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.