როგორ გადაარჩინა თბილისი კატასტროფას მძევლად აყვანილმა ქართველმა პილოტმა
1742447465
საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. 21 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში 8767 ადამიანი დაინფიცირდა.
ეპიდემიოლოგები ქვეყანაში პიკს იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ელოდებიან.
ბავშვთა ქირურგი ლევან ფერაძე აცხადებს, საქართველოში „ომიკრონის“ შტამის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება, რის გამოც სტატისტიკის წარმოებასაც აღარ აქვს აზრი.
მისივე თქმით, „ომიკტონი“ მოსახლეობის 99%-ს შეხვდება.
„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. მეტსაც გეტყვით, რომ სტატისტიკის წარმოებასაც საერთოდ აზრი აღარ აქვს. თუ ეს იქნება მასობრივი და მოიცავს 1-1,5 მლნ ადამიანს, გარკვეულწილად ჰოსპიტალურ სექტორს მაინც დააწვება და მზად ვართ ამისთვის თუ არა, არ ვიცი.
ამასთან, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი დაწოლა იქნება პირველადი ჯანდაცვის რგოლზე და რესურსი ნამდვილად არ იქნება საკმარისი.
ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს დავაავადდებით საბოლოო ჯამში. ალბათ, ერთეულები გადარჩებიან, 99%-ს შეგვხვდება „ომიკრონი“, – აღნიშნა ლევან ფერაძემ.
ეპიდემიოლოგები სიტუაციიდან გამოსავალს ვაქცინის ბუსტერ დოზასა და რეკომენდაციების დაცვაში ხედავენ.