განცხადებები, რომელიც ვანო მერაბიშვილმა გააკეთა, მხოლოდ მისი პირადი მოსაზრება იყო - ირაკლი ნადირაძე

ირაკლი ნადირაძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის განცხადება მხოლოდ მისი პირადი მოსაზრება იყო, თუმცა მას, როგორც ყოფილ მაღალჩინოსანსა და "ნაციონალური მოძრაობის" გულშემატკივარს, ამის თქმის უფლება ჰქონდა.

ნადირაშვილის განმარტებით, არც შიდაპარტიულ არჩევნებში და არც პარტიაში გადაწყვეტილებების მიღებაში, მისი მხრიდან ჩარევა არ ხდება.

"მერაბიშვილი არის ამ პარტიის დამფუძნებელი, ამ პარტიის დიდი გულშემატკივარი. წლების განმავლობაში ეს ადამიანი იკავებდა საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს, ამიტომ უცხო არ უნდა იყოს, რომ საერთაშორისო მედიებს აინტერესებთ მისი მოსაზრება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საკითხებზე. ეს რა თქმა უნდა იყო მისი პირადი მოსაზრება და პოზიცია, რომლის გაჟღერების უფლება მას, როგორც ყოფილ მაღალჩინოსანს და ამ პარტიის გულშემატკივარს აქვს. თუმცა არანაირი ჩარევა, არც შიდაპარტიულ არჩევნებში და არც ახლანდელი გადაწყვეტილებების მიღებაში მისი მხრიდან არ ხდება, იმიტომ რომ ეს ადამიანი, მე როგორც ვიცი, ქვეყანაშიც არ არის და შესაბამისად, ის განცხადებები რომელიც მან გააკეთა მხოლოდ მისი პირადი მოსაზრება იყო", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.