"გამოვიწვიოთ კიევიდან ჩვენი ელჩი" - დავით ქართველიშვილი მიმართვას ავრცელებს

დავით ქართველიშვილი

"დავიწყოთ მსჯელობა და მზადება მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების სახელისუფლებო კურსის მხარდამჭერი აქციის მოსაწყობად. კონტრაქციად რომ არ შერაცხონ და პროვოკაციებს თავი ავარიდოთ, გავავსოთ ეროვნული სტადიონი და მავნებლებს პარლამენტის წინ ტროტუარი დავუთმოთ", - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინის რადას დეპუტატის დავით არახამიას ვიდეომიმართვას, რომელშიც ის ამბობს, რომ  რომ აქტიურად აქვს კომუნიკაცია აშშ-ის კონგრესმენებთან და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელებთან, რათა განხორციელდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის და მისი ბიზნესის წინააღმდეგ.

უკრაინის რადას დეპუტატის განცხადებითვე, ამ გზით თავიდან იქნება აცილებული საქართველოს ჩაბმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს.

დავით ქართველიშვილის თქმით, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ახსნა-განმარტებების მისაღებად საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დაიბარონ.

„ამას სჭირდება ძალიან კონკრეტული პასუხი:

1) გამოვიწვიოთ კიევიდან ჩვენი ელჩი, რომელიც შექმნილ ვითარებაში - ობიექტურად ვეღარ უმკლავდება უკრაინაში მიმდინარე, ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების ორკესტრირებული დისკრედიტაციისა და სულში ჩაფურთხების კამპანიას

2) დაბარებული იქნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ახსნა-განმარტებების მისაღებად

3) შეწყდეს უკრაინის მიმართულებით ყველანაირი დახმარების გაწევა, კიევის მხრიდან შესაბამისი ახსნა-განმარტების მიღებამდე

4) დავიწყოთ მსჯელობა და მზადება: მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების სახელისუფლებო კურსის მხარდამჭერი აქციის მოსაწყობად - კონტრაქციად რომ არ შერაცხონ და პროვოკაციებს თავი ავარიდოთ, გავავსოთ ეროვნული სტადიონი და მავნებლებს პარლამენტის წინ ტროტუარი დავუთმოთ. ამ ეტაპზე თავში მეტი არაფერი მომდის - რაც ეხება თავმოყვარეობისა და ღირსების დაცვას“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.