გამოცემა „ჰილმა“ სალომე ზურაბიშვილზე გამოქვეყნებულ სტატიაში ტექსტი ჩაასწორა

ზურაბიშვილი

გამოცემა „ჰილმა“ გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ციტატა ჩაასწორა.

თავდაპირველ ტექსტში ნათქვამი იყო, რომ ზურაბიშვილის გზავნილია, „აშშ-მა რუსეთს უკან უნდა დაახევინოს და საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს“.

ჩასწორებულ ტექსტში კი აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილის „გზავნილია, რომ აშშ-მა უნდა გამოაცხადოს პოლიტიკა, რომ კავკასია არ არის კრემლის „სათამაშო მოედანი““.