პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა ნამდვილად არის გამოწვევა, გამორიცხული არ არის, რომ საკმაოდ ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, სავიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს.
„რუსი მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის, მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან დღეს გამოწვეული იმ პირობებიდან, რაც არსებობს რუსეთში. ასევე, არიან რუსი მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო შემოდიან საქართველოში. მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმები არის გამოყენებული, არ გაჩნდეს საფრთხე. ამისთვის მგონი, მეტი კომუნიკაციაა საჭირო, მეტი ინფორმირება ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა მხრივ, ყველა შესაძლო საფრთხე და ყველა შესაძლო საკითხი არის რეალურად გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ, რომ ყველა ზომაა მიღებული. ასევე, გამორიცხული არ არის, რომ მოგვიწიოს გადახედვა სავიზო რეჟიმის, რომელიც არის საკმაოდ ლიბერალური დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება, ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი არის გადასაწყვეტი ხელისუფლების მიერ საზოგადოებასთან ერთად, ყველაზე მთავარი ალბათ ეს არის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.