ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ტრაგიკული ამბავი თურქეთის ბართინის პროვინციიდან. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვლოცულობთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“, - წერს „ტვიტერში“.
ცნობისთვის, ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. 58 გადარჩენილი მაღაროელიდან 11 საავადმყოფოებში მკურნალობს.