„გამოკვლევაზე მივდივარ და აუცილებლად დავბრუნდები“ - პაატა ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძე

მოძრაობის „რუსთაველის გამზირი“ ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს მედიკოსების დახმარება დასჭირდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

„გამოკვლევაზე მივდივარ და მე აუცილებლად დავბრუნდები“, – განუცხადა ბურჭულაძემ ჟურნალისტს.

ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, პაატა ბურჭულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღნიშნა, რომ  „გარკვეული ცვლილებებია“.