„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
თბილისში წუხელ სამი ადამიანი გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა ნავთლუღის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ქართველები არ არიან. მათ ბინა "არქის" კორპუსის მე-20 სართულზე ჰქონდათ ნაქირავები.
„02:30 საათზე მოხდა, ჯერ ბავშვი გადმოვარდა, მერე დედა და ბოლოს მამაკაცი. საშინელი ხმა იყო. დაახლოებით 17-18 წლის ბიჭი იქნებოდა. ქირით იყვნენ, ეს იმდენად მასშტაბური კომპლექსია, თითქმის ყველა ბინა გაქირავებულია, ბინიდან ჯერ პარკი გადმოვარდა, ტანსაცმელები იდო, წამებში ბავშვი გადმოჰყვა, მერე დედა და რაღაც უმნიშვნელო ინტერვალში მამაკაცი" - უყვება ambebi.ge-ს ადგილობრივი.
როგორც შსს-ში გვითხრეს, ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.