საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს

გლოვა

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ამა წლის 1 ოქტომბერს გარდაიცვალა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელი თომა გოგოტიშვილი.

მღვდელი თომა დაიკრძალა დღეს, 4 ოქტომბერს ამავე მონასტერში. მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ თომას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ შემოქმედის ეპარქიას, მონასტრის საძმოს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელი თომა“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.