გამოჩნდა, რომ სენატორი რიში თურმე ზევიდან უყურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ნებას - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი გუნდში ეკა გიგაურის განცხადებებს სენატში ღალატად აფასებენ.ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ყურადღებას სენატორ ჯიმ რიშის განცხადებაზე ამახვილებს, რომელმაც საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა და ქვეყნის ხელისუფლება შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

„ჩვენ ვნახეთ ცრუ დასმენისა და ღალატის აქტი ქალბატონი გიგაურის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, სენატორ რიშის შემთხვევაში გამოჩნდა, რომ ის თურმე ზევიდან უყურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ნებას. გვექნება შესაბამისი პასუხი. ამ პასუხს 26 ოქტომბერს ეს ადამიანები ძალიან მტკიცედ და ძლიერად ნახავენ და ან ბოდიშს მოუხდიან ჩვენს ქვეყანას, ან მოუწევთ იმის აღიარება, რომ ძალიან დიდ შეცდომებს სჩადიოდნენ ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხი განიხილეს, სადაც მოწმის სტატუსით - მოხსენებით ეკა გიგაური წარდგა.