გაკვირვებული ვარ, რა ორგანიზებულად ჩატარდა საარჩევნო პროცესი, არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა დასავლურ ქვეყანაში ასეთ მაღალ დონეზეა არჩევნები ორგანიზებული - ალან ავრილი

ალან ავრილი

გაკვირვებული ვარ იმით, თუ რა ორგანიზებულად და გამართულად ჩატარდა საარჩევნო პროცესი, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ალან ავრილმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც არჩევნებზე დაკვირვების პირველადი ანგარიში წარადგინეს.

„ეს იყო ძალიან კარგად ორგანიზებული არჩევნები, არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა დასავლურ ქვეყანაშია ასეთ მაღალ დონეზე არჩევნები ორგანიზებული“, - აღნიშნავს დამკვირვებელი.

საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში აღცევნები უმაღლესი სტანდარტის დაცვით, მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.