პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის ომის შედეგებს ყველა ქვეყანა იგრძნობს,- ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, ქვეყნებმა მყისიერად უნდა იმოქმედონ სიცოცხლისა და საარსებო წყაროს გადასარჩენად.
„რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამი თვის შემდეგ, ჩვენ ახალი რეალობის წინაშე დავდექით. ადგილზე მყოფთათვის [უკრაინელებისთვის] ყოველ დღეს ახალი სისხლისზღვრა და ტანჯვა მოაქვს. ხალხისთვის მთელ მსოფლიოში, სხვა კრიზისებთან ერთად, შიმშილისა და სიღარიბის ტალღა ემუქრება, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ ქაოსს გამოიწვევს“, - აცხადებს გუტერეში.