ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი ხაზს უსვამს ლეგიტიმურობას და გზას უხსნის ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გადატვირთვის პროცესი აუცილებლად დაიწყება.
„რადიკალური პროცესების მომხრე „ნაცმოძრაობაში“ ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ზარმა. საქართველოში ასეთი მაღალი მაღალჩინოსნის ვიზიტი ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ლეგიტიმურობას და მეორე მხრივ, მწვანეს უნთებს და გზას უხსნის ურთიერთობების გადატვირთვას ევროკავშირთან. ამიტომაც არის, რომ „ნაცმოძრაობის“ ფრთის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვეს. რატომ? – კარგად იციან, რას ნიშნავს რამდენიმე დღით საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი. ეს ნიშნავს ისედაც არსებული ლეგიტიმაციის დადასტურებას და გადატვირთვის დაწყებას. ბუნებრივად ხდება ის, რომ გადატვირთვის პროცესი აუცილებლად დაიწყება, რადგან ჩვენი ქვეყანა აქამდე ღირსეულად მოვიტანეთ როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.