ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისშია

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისშია. დიპლომატები თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოფრინდნენ, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საგარეო საქმეთა კომიტეტის 7-კაციან შემადგენლობაში კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში მომხსენებელი, სვენ მიქსერი და დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი  არიან. 

მათი პირველი აუდიენცია საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შედგება. შეხვედრა პირველ საათზეა დაგეგმილი და მისი დასრულების შემდეგ მხარეები კომენტარს გააკეთებენ, რომელსაც მედიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

დელეგაციის წევრები დღის განმავლობაში შეხვდებიან, როგორც ოპოზიციის ასევე მმართველი გუნდის წევრებს.

ისინი ასევე შეხვდებიან მესამე სექტორის წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

მათი საქართველოში  სამუშაო ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება.