ევროპის დღეს ჩემი გზავნილი საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ნათელია - ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს თქვენს სურვილს კანონის უზენაესობაზე დამყარებული დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების შესახებ - შარლ მიშელი

შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში, ევროპის დღესთან დაკავშირებით წერს. შარლ მიშელი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული მისწრაფების ერთგული რჩება.

"ევროპის დღეს ჩემი გზავნილი საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ნათელია.

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს თქვენს სურვილს კანონის უზენაესობაზე დამყარებული დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების შესახებ.

ეს არის გზა ევროკავშირისა და ჩვენი საერთო მომავლისკენ. ეს არის გზა, რომელზეც ევროკავშირი მხარს დაუჭერს თქვენს ქვეყანას", - წერს შარლ მიშელი.