შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
ევროპარლამენტში დღეს საღამოს საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვაა დაგეგმილი. ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ მომზადებული პროექტი პაატა ბურჭულაძეს, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს და ადამიანის უფლებებს ეხება.
რეზოლუციის პროექტის ავტორები, პასუხისმგებელი პირებისთვის მიზნობრივი ფინანსური სანქციების და სავიზო შეზღუდვების დაწესების მოთხოვნით გამოდიან. ევროპარლამენტში წარდგენილია რეზოლუციის ალტერნატიული პროექტიც, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაატა ბურჭულაძე და სხვა პირები დაკავებული არიან ჯგუფური ძალადობის, სტრატეგიული ობიექტების დაკავების მცდელობისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოწოდებებისთვის.
საქართველოს შესახებ დებატები დღეს გაიმართება, კენჭისყრა კი ხვალაა დაგეგმილი.
[დოკუმენტი] მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ მიზნობრივი სანქციები, მათ შორის სავიზო აკრძალვები და აქტივების გაყინვა.
მტკიცედ უარყოფს ძალადობრივი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობებს. პოლიტიკურმა პარტიებმა პატივი უნდა სცენ კონსტიტუციურ წესრიგსა და არჩევნების შედეგებს და არ უნდა წააქეზონ სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი დაკავება. მოუწოდებს ევროკავშირს, პატივი სცეს საქართველოში არსებულ ლეგიტიმურ დემოკრატიულ პროცესებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს. აფრთხილებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, რომ პოლიტიკური ზეწოლის, სანქციებისა და საქართველოს საშინაო საქმეებში უკანონო ჩარევის სხვა ფორმების პოლიტიკა მხოლოდ შეასუსტებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობას, ჩამოაყალიბონ მდგრადი ეკონომიკური, სავაჭრო და პოლიტიკური პარტნიორობა საქართველოსა და ფართო რეგიონის სხვა ქვეყნებთან.
მმართველი გუნდი მორიგ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს, მათი შეფასებით, რეზოლუციის პროექტი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს, რადგან 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე დაკავებულებს დანაშაული აღიარებული აქვთ. შესაბამისად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ამ საკითხის ჩაწერა სხვა არაფერია, თუ არა კრიმინალის მფარველობა და აღიარებული დანაშაულის ლობირება.