პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მსგავსი დოკუმენტების მიღება არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და ბუნებრივიც არის, რომ მსგავსი დამოკიდებულება ქართულ საზოგადოებაში აგრესიას იწვევს,“- ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
როგორც გვიდიანი წერს, ეს არის თეთრზე შავის დამტკიცების უსუსური მცდელობა. ამიტომ ასე არ გამოვა. უსამართლოა ეს რეზოლუცია და ამიტომ არ გამოვა.
„არაფერი აზიანებს ევროპის რეპუტაციას ისე, ვიდრე უაზრო რეზოლუციები, რომლითაც ივანიშვილს სანქციები, ხოლო მიშას თავისუფლება ეკუთვნის. მსგავსი დოკუმენტების მიღება არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და ბუნებრივიც არის, რომ მსგავსი დამოკიდებულება ქართულ საზოგადოებაში აგრესიას იწვევს. ეს არის თეთრზე შავის დამტკიცების უსუსური მცდელობა. ამიტომ ასე არ გამოვა. უსამართლოა ეს რეზოლუცია და ამიტომ არ გამოვა. ქართველი ხალხი ცხვრები არ არიან, რომ ყველაფერი შეასაღო, რაც ენაზე მოგადგება. ეს არ არის ევროპა. უფრო სწორად, არ მინდა მჯეროდეს, რომ თურმე ეს ყოფილა ევროპა“, - წერს გვიდიანი Facebook-ზე.