დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
თეა წულუკიანის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც გულწრფელად მიისწრაფიან ევროპისკენ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ნებისმიერი ასეთი აქცია მშვიდობიან პირობებში გაიმართოს:
„გუშინდელი აქცია არ მოიცავდა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც სურთ მთავრობის ჩამოგდება. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც გულწრფელად მიისწრაფის ევროპისკენ.
იყო გარკვეული იმედგაცრუება, ვინაიდან ისინი იქ არ მისულან მხოლოდ იმისთვის, რომ მოესმინათ გადატრიალების შესახებ გეგმები და ისინი არ იყვნენ მოცული იმ მიზნით, რომ აქციაზე მისულიყვნენ რევოლუციის მოთხოვნით.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნებისმიერი ასეთი აქცია გაიმართოს მშვიდობიან პირობებში. მნიშვნელოვანია, რომ ის რამდენიმე დღე, რომელიც დარჩა საბოლოო გადაწყვეტილებამდე გავიაროთ მშვიდობიანად და ყოველგვარი აგრესიის გარეშე“, - აცხადებს საქართველოს ვიცე - პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.