კლინიკური გარღვევა ონკოლოგიაში: პრეპარატმა პაციენტებში ავთვისებიანი სიმსივნეები სრულად გააქრო
1780413650
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს და "პარი სენ ჟერმენის" ჩემპიონობის შემდეგ საფრანგეთის ქუჩებში არეულობისა და დაპირისპირების ფაქტებს ეხმაურება.
განცხადების მიხედვით, მომხდარით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საფრანგეთში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს წარმატების აღნიშვნა სხვანაირად ესმით.
"ნეიტრალური საქართველო" პარალელს ავლებს 1998 წელს საფრანგეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებასთან, სადაც ათასობით ადამიანმა ჩემპიონობა ყოველგვარი ძალადობის გარეშე იზეიმა.
პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი კი აცხადებს, რომ ევროკავშირი დღეს ყველა მიმართულებით განიცდის დეგრადაციას:
"მას შემდეგ, რაც "დიფ სთეითმა" მთლიანად დაიქვემდებარა ევროკავშირის და ცალკეული წევრი სახელმწიფოების, უმრავლესობის პოლიტიკური მმართველი ელიტები, დაიწყო სამი ძირითადი ხაზის გატარება ეს არის: ლგბტ იდეოლოგიის გაბატონება, უკონტროლო მიგრაცია და ე.წ. მწვანე პოლიტიკა. ორი ათწლეულის განმავლობაში ამ მიმართულებით ინტენსიურმა მუშაობამ თავისი შედეგი გამოიღო და ევროკავშირი, დღეს ყველა მიმართულებით განიცდის დეგრადაციას - როგორც ღირებულებითი, ეკონომიკური, დემოკრატიული სისტემების კუთხით. ფაქტობრივად, ევროპა ცივილიზაციური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და ამაზე მეტყველებს ის ერთი მაგალითიც, რაც ჩვენ საფრანგეთში ვიხილეთ თუ როგორ გადაიქცა დიდი სპორტული გამარჯვება მასობრივ არეულობად. ეს არ არის რაღაც ცალკეული შემთხვევა, ეს უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა სხვადასხვა ევროპული დედაქალაქებისთვის. განსაკუთრებით საფრანგეთისთვის, როდესაც ეროვნული სპორტული გამარჯვებებიც კი გადაიზრდება მასობრივ არეულობებში, ამას მოჰყვება მსხვერპლი და ა.შ. მოვუწოდებთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, დროულად გამოფხიზლდეს და საზოგადოებას უთხრას სრული სიმართლე თუ რა მდგომარეობაა ევროკავშირში და შეწყვიტოს ილუზორული საგარეო პოლიტიკა,"- აცხადებს პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.