პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მისი თქმით სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება მათი სტრატეგიის ნაწილია.
„კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე თემას, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირების ორგანიზების მცდელობას ეხება.
უკრაინაში მყოფი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული სააკაშვილი ტრაბახით, ჩაუქი და გმირი მხედართავრის ტონით ესაუბრებოდა თავისი შვილის მომავალ დედას, რომ “საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს” და ეს “გარდუვალი აუცილებლობაა!”შემდგომ კი ისეთ ჯახს პროგნოზირებდა, როდესაც ბუნებით “მხდალი მელაძეც კი საველე მეთაურად იქცევა”. ეს ხომ მისი სიტყვებია!
განა სხვა მიზანს ემსახურებოდა დაჟინებული მოწოდებები უკვე საპყრობილეში მყოფი სააკაშვილისადმი, რათა არ შეეწყვიტა შიმშილობა, თუნდაც ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯზე! ესაა მათი სტრატეგიის არსი! გარემოებები შეიცვალა, გეგმა არ შეცვლილა“, - წერს გია ვოლსკი.