მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია, ეს ის თემებია, რომლითაც „ქართული ოცნება“ 10 წლის თავზე საზოგადოების წინაშე წარსდგა - გია ვოლსკი

ვოლსკი

"მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ შექმნა, ეს ის თემებია, რომლითაც ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ 10 წლის თავზე საზოგადოების წინაშე წარსდგა და საკმაოდ პოზიტიური მიღწევებითაც", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„არ არის სფერო, თუნდაც ადამიანის უფლებების კუთხით, რომ განსხვავება არ იყოს. ის, რაც იყო და დღეს, რაც არის, მნიშვნელოვან სხვაობას ქმნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ეკონომიკურ თემას, აქ „მსოფლიო ბანკი“ გაცილებით უფრო ავტორიტეტულია, ვიდრე NDI მაგალითად, რომელიც აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში ეკონომიკური ზრდაც იქნება და მნიშვნელოვანი ზრდა შიდა პროდუქტის.

ასევე, უამრავი სხვა თემა, მიუხედავად გაჭირვებისა, მიუხედავად ეკონომიკური გამოწვევებისა, სოციალური თემა არის საგანგებოდ მოვლილი და მიხედილი, თუმცა აქაც გარკვეული მობილიზება კიდევ არის საჭირო. არ არის დარჩენილი არცერთი საკითხი და რაც მთავარია, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ შექმნა, ეს ის თემებია, რომლითაც ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ 10 წლის თავზე საზოგადოების წინაშე წარსდგა და საკმაოდ პოზიტიური მიღწევებითაც“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.