პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"სანქცირებული ბიზნესი, საქონელი, ბიზნესაქტივობები, ბიზნესმენი ან რაიმე შავი ხვრელი, რაზეც ასე ინტენსიურად საუბრობენ ჩვენი ე.წ. მოყვარეები, საქართველოში არ არსებობს და ვერ იარსებებს ასეთი სურვილიც რომ გაუჩნდეს ვინმეს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას გამოეხმაურა.
„რაც შეეხება უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებას, ერთი რამ შემიძლია ვუთხრა დარწმუნებით უკრაინელ ხალხს, ვინც ამ დეზინფორმაციას უსმენს, საქართველოში არანაირი მოლაპარაკება სანქციების გვერდის ავლაზე არ მიმდინარეობს. ასეთი არ განხორციელდება, ვერ განხორციელდება, არც საქონელი და არც ბიზნესი, რომელსაც სანქციები ადევს, საქართველოს გავლით არ მოხვდება არც ერთ ბაზარზე. თუკი რაიმე დამატებითი ინფორმაცია გააჩნია დაზვერვას და ამაზე მეტი იცის, ვიდრე მე ვამბობ, წარმოადგინოს ეს ინფორმაცია, კონკრეტული მასალები და არა ზოგადი საუბარი,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვა საქართველოს მორიგ ბრალდებებს უყენებს - უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის, საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით, რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათივე მტკიცებით, ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ იგეგმება.