პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"იმედი მაქვს ან განმარტებას გააკეთებენ, ან დიდი ალბათობით, როგორც წინა შემთხვევაში, ეს განცხადებაც განცხადებად დარჩება", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
„სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც არგუმენტების გარეშე გაკეთებული განცხადება ვნახეთ. როგორც წინა შემთხვევაში არავითარი მტკიცებულება ამას არ მოჰყოლია. ჩანს, რომ არის მხოლოდ განცხადება. სამწუხაროდ, ეს იმ მეგობრულ ურთიერთობებს არ არგებს, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის არის.
არ ვიცი, რა არის ამ განცხადების მიზანი, მაგრამ ეს უკრაინის შესაბამისი ინსტიტუტების მიმართ ნდობას საქართველოში არ არგებს. პირველი ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა და ამ ინფორმაციას რაიმე განმარტებები არ მოჰყვა. ეს უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას არამხოლოდ საქართველოში არ აზიანებს, ასეთი განცხადებები საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად კეთდება და როცა ამის უკან არაფერი დგას, ნდობას ამცირებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვა საქართველოს მორიგ ბრალდებებს უყენებს - უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის, საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით, რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათივე მტკიცებით, ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ იგეგმება.