პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის შეხვდა.
„მადლობელი ვარ შეერთებული შტატების, ხალხისა და კონგრესის ძლიერი მხარდაჭერის სიგნალისთვის - ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერისთვის. მე, როგორც პრეზიდენტი, ჩვენი გუნდი და უკრაინელი ხალხი ძალიან ვაფასებთ ამ სიგნალს. ეს აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები დღეს ლიდერია უკრაინის მტკიცე მხარდაჭერით რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ ომის დროს“, - თქვა მან.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებსა და პირადად ნენსი პელოსს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გაწეული ძალისხმევისთვის.
„სიგნალები, რომლებსაც დღეს აშშ და პრეზიდენტი ბაიდენი აჟღერებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის უკრაინის თავდაცვისა და ფინანსური მხარდაჭერის ბოლოდროინდელი ძლიერი ნაბიჯები, ისევე როგორც გადაწყვეტილებები ლენდ-ლიზის შესახებ - ჩვენ მადლობლები ვართ ამისთვის", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.