ეს სამწუხარო დღეა სასამართლოსა და ქვეყნისთვის -ბაიდენი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე

baideni

ეს სამწუხარო დღეა სასამართლოსა და ქვეყნისთვის, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა.

„ეს არის უკიდურესი იდეოლოგიის განხორციელება და ჩემი აზრით, უზენაესი სასამართლოს ტრაგიკული შეცდომა“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

„დღეს სასამართლომ გააკეთა ის, რაც აქამდე არასდროს გაუკეთებია - პირდაპირ წაართვა [ქალებს] კონსტიტუციური უფლება, რომელიც ფუნდამენტურია ამდენი ამერიკელისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებას რეალური და დაუყოვნებლივი შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა.

საქმეზე Roe v Wade აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ქალებს მიანიჭა აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შტატები თავად გადაწყვეტენ აბორტის საკითხს.