1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ს რომ არ ემოქმედა, ევროპაში იქნებოდა ქაოსი
მისი თქმით, უკრაინის დაცვას ექნება თავისი ფასი და ეს უკვე აისახა საწვავის გაძვირებაში.
„მე მკაფიოდ ვთქვი, რომ უკრაინის დახმარება, ნატოს ორგანიზება უკრაინის დასახმარებლად – ყველაფერ ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს. ეს ყველაფერი უსასყიდლოდ არ მოხდება, მაგრამ ჩვენ გვქონდა არჩევანი, არაფერი გაგვეკეთებინა და ეს უარესი იყო. პუტინი რომ შესულიყო უკრაინაში, დაეკავებინა უკრაინა, და ბელარუსი, ეს იქნებოდა საფრთხე ნატოსთვის და ყველაფერი იქნებოდა გაცილებით ცუდად“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, უკრაინის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს მას „პოლიტიკური გადარჩენის“ მიზანი არასდროს ამოძრავებდა.
„მე ვხელმძღვანელობ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ ნატო, რომელიც გახლავთ უძლიერესი ალიანსი, უბრალოდ უგულებელყოფდა რუსეთის აგრესიას, როდესაც 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვარს კვეთს, რათა მოახდინოს ოკუპაცია და ამოძირკვოს მთელი ერის კულტურა. რა მოხდებოდა შემდეგ? რა უნდა გვექნა შემდეგ?“ – განაცხადა ბაიდენმა.