„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის თანხმობა დასჭირდება - თანხმობის გარეშე, გრანტის მიღება აკრძალული იქნება და ამ შემთხვევაში სუბიექტს პასუხისმგებლობა დაეკისრება.
"ქართულ ოცნებას" "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები შეაქვს. პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ინიციატივის მიხედვით, მთავრობას ათდღიანი ვადა აქვს თანხმობის გასაცემად, თუ მთავრობის გადაწყვეტილება გასაჩივრდება, ეს მის მოქმედებას არ გააჩერებს.
კანონი ადგენს გამონაკლისსაც, ეს არის სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი, განათლების და მეცნიერების სფერო, ასევე წესი არ გავრცელდება საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივით ისინი საგრანტო სულისკვეთებას დაიცავენ.
"ის მიზანი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ერთის მხრივ იმ სიკეთეების დაცვას, რომელსაც საგრანტო პროგრამა ჰქვია, ხოლო მეორე მხრივ, ასევე უნდა იყოს დაცული, რომ ამ საფარქვეშ არ იყოს სხვადასხვა დინებები, ბუნებრივია ესეც უნდა იყოს დაზღვეული, ამიტომ ვიმოქმედებთ ოქროს წესის პრინციპით და დავიცავთ საგრანტო სულისკვეთებას.
ეს რეგულაცია ემსახურება გრანტის ნათელი მხარის პრინციპების დაცვას, ამის ქვეშ რაც უნდა მოიაზრებოდეს, ამას გულისხმობს, არავის აეკრძალება გრანტის გაცემა ან გრანტის მიღება, აქ საუბარია იმაზე, რომ არ იყოს შებღალული, იყოს გრანტი დარქმეული და ემსახურებოდეს სულ სხვა მიზანს", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.