პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო გადასანათლია.
ოპოზიციონერი ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ რა სხვაობა ომსა და მშვიდობას შორის.
„ქართული ოცნება“ ფოკუზნიკობს – ფრონტის ხაზია აქედან და იქიდან – აქეთ უკრაინა, დასავლეთი, სინათლე, ცივილიზაცია, სიკეთე, ღვთის სამეფო და აქეთ სიბნელე, ბოროტება, ჯოჯოხეთი, ტარტაროზების დასი და უნდა, რომ შუაში გაიაროს.
ერთი უკრაინელებს ჰკითხეთ ახლა რა დღეში არიან. ჩვენ თეორიებში ვართ ახლა. რომელ ქრისტიანობაზე ლაპარაკობენ? გადასანათლია ეს ქვეყანა თავიდან, გადასანათლია... აღარ არის ჩვენი დროშა გორგასლიან- თამარიანი. ვერცხლი ახატია ამ დროშას უკვე. როცა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ამ ქვეყანას ჰქონდა არჩევანი: ან ავთანდილობა ან ნაცარქექიობა. ჩვენ გამოვუხვიეთ ნაცარქექიობისკენ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.