„ეს პრიმიტიული ნეხ**ს ზვინი“ - თამარ ჩერგოლეიშვილი გუბაზ სანიკიძის განცხადებას ეხმაურება

ჩერგოლეიშვილიVS გუბაზი

„ტაბულას" დამფუძნებელი, "ევროპული საქართელოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის მიერ აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რივი მა­უ­წყე­ბლ­ის ეთერში, გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

"ეს პრიმიტიული ნეხ**ს ზვინი ცხვრის ფარას თუ დააჯერებს, რომ ბოკერია მემარცხენე, woke აქტივისტია.

ახალი ახსნა მოუძებნეს ლიბერალიზმის გინებას, როდესაც ილია ჭავჭავაძის ბოლშევიკური ინტეპრეტაციები გამოვაცალეთ და ხვდებიან, რომ მეტი და მეტი ადამიანი შეიტყობს, რა ანტიეროვნულ ძალასთან გვაქვს საქმე ამ ნეხ**ს ზვინის და მისი დინოზავრი თანამოაზრეების სახით.

ჩვენო, ამერიკელ თრიჰაგერებს და woke გენდერ ზონდერებს ვგულისხმობდით ლიბერალებშიო და ბოკერია მასეთიაო.

ვისაც ამ ბოდვას აჭმევს, ის რომ ბიძინას ბაზაა და ჩვენთან გასაყოფი არაფერია - მაგას შეიძლება ეს ხვდება, მაგრამ ვინც ეს სამსახურში ჩაიყენა, იმას მაგ კალკულაციის უნარიც დაცლილი აქვს - საშიშია მისი ძალაუფლებასთან მიკარება ასეთი განსჯის უნარით", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.