პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კლავენ ამ კაცს, კლავენ, კლავენ!, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
„ფეხით შევიდა სამკურნალოდ ადამიანი და ახლა ჩაწოლილია საწოლში. კვდება კაცი. მე ხო არ მჭირდება ვიღაცისგან ამბის გამოტანა და „მარშრუტკის ჭორები“? დინამიკას ვხედავ - თვენახევრით ადრე რომ ვნახე, ხან იჯდა, ხან ფეხზე დგებოდა და ოთახში მოძრაობდა, ბოლოს რომ მივედი დაახლოებით 1 თვის წინ, ჩაწოლილია და ვეღარ დგება, არის განახევრებული. რად უნდა ამას დასკვნები - კლავენ ამ კაცს, კლავენ, კლავენ! არ მოაკვლევინებენ მიშას, გამორიცხულია. მიდის ომი. რასაც გპატიობენ მშვიდობის დროს, იმას ომის დროს არ გაპატიებენ. ქვეყნის გარეთ სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია მიდის. აქამდე ის ითვლებოდა ცელქ პოლიტიკოსად, რომელმაც რუსეთს უმიზეზოდ პროვოცირება გაუკეთა, ახლა კი გამოდის რომ არის მსხვერპლიც და გმირიც.
მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოიყვანს მიხეილ სააკაშვილი. ახლა მისი მეხოტბეები მომრავლდებიან. ხედავთ, ოპოზიციაში რა განწყობებია? ადრე რომ ამბობდნენ, არ გვინდა მიშა, დაგვანებოს თავი, ხელს გვიშლის, ხან „იდაყვი“ და ხან „წიხლიო“, ახლა ყველა მიშას სახელს იძახის“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ