ეს ხალხი რეალურად უკვე ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“, ვამბობდით და რაც ორი დღის წინ თქვა უსაფრთხოების სამსახურმა - მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ეს ხალხი რეალურად უკვე ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“, ვამბობდით და რაც ორი დღის წინ თქვა უსაფრთხოების სამსახურმა, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა For.ge-ს მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერები, რომლებშიც სავარაუდოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიგურირებენ.

„მერე გამოდიან და ამბობენ, საიდან მოაქვსო ეს უსაფრთხოების სამსახურს - თვითონ ამბობენ ამას. აბა, რევოლუცია მეტი კი არაფერია. რევოლუცია ისაა, რომ უკანონოდ შეცვლი ხელისუფლებას, სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ძალადობრივი აქციებით. ვერ მოინელეს ის, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ არ დათმო ის, რომ მეორე ფრონტის გახსნის გამო განადგურებულიყო ქვეყანა, რაც ერთხელ გააკეთა კიდეც სააკაშვილმა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.